saqarTvelos tbebi - abulis tba
მდებარეობა | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°23`04` ჩ. გ. 43°37`27` ა. გ. |
ფართობი | 0.9 კმ² |
საშუალო სიღრმე | 0.9 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1.4 მ |
აუზის ფართობი | 8.3 კმ² |
ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2176 მეტრის სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 0,9 კმ², აუზის ფართობი 8,3 კმ², სიღრმე 1,4 მ. ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა - ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არა აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.